გუნდის შესახებ
ქეთი ამირბარი
დამფუძნებელი / მმართველი
ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში პოზიციებზე ვერტიკალური განვითარება და ჯამში 17-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მაძლევს საშუალებას, სწორად დავინახო ამ ინდუსტრიის ძლიერი და სუსტი მხარეები.
ბოლო წლები ვიყავი დამოუკიდებელი კონსულტანტი, ამ დროის განმავლობაში დანახულმა გამოწვევებმა და ამ საქმის სიყვარულმა მიბიძგა “ამირბარის” დაფუძნებისკენ. ჩემი უდიდესი სურვილი და ამოცანაა, ადამიანებს და მომსახურების სივრცეებს დავეხმარო სუსტი მხარეების გაძლიერებასა და ძლიერი მხარეების გაუმჯობესებაში.
ჩვენი მისიაა მასპინძლობის ინდივიდუალიზაცია და გვჯერა, რომ განსაკუთრებული მასპინძლობის შექმნა შესაძლებელია იქ, სადაც გულით ნამდვილები ვართ.
Les Roches “საერთაშორისო სასტუმროების მართვის Executive სამაგისტრო პროგრამის” მონაწილეობა და სხვადასხვა საერთაშორისო დონის კოლეგებთან ურთიერთობა მაძლევს საშუალებას, უფრო ფართოდ ვუყურო ამ ინდუსტრიას და კიდევ უფრო დავეხმარო მომსახურების სივრცეებს ქართული ხასიათის გამოვლენასა და ინდივიდუალური გამოცდილების შექმნაში, სწორედ ისე, როგორც თანამედროვეობას შეესაბამება.
2016 წლიდან ვარ ლექტორი. ეს ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო და ემოციური ბმაა მომავალ თაობასთან. მე ვუზიარებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე მათგანაც ვიღებ ახალ ხედვასა და იდეებს.
ბოლო წლები ასევე ვატარებდი ტრენინგებს. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ამ ინდუსტრიის განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ.
ასეთი მიდგომებით, ურთიერთობებით და გაცნობიერებებით ვაძლიერებთ მასპინძლობის ინდუსტრიას. ვამზადებთ გარემოსა და ახალ თაობას მსოფლიოში აღიარებული გამოცდილების შესაქმნელად.
ბარბარე ამირბარი
მარკეტინგი & კომუნიკაცია
ჩემი კარიერა სასტუმრო “ლაერტონში” ადრეული ასაკიდან დავიწყე. ვფიქრობ, ამ გამოცდილებამ მომცა ყველა ის ძალა და შესაძლებლობა, რაც მომდევნო ეტაპებზე გამოვიყენე.
შემდეგი 2 მნიშვნელოვანი წელი გავატარე სოციალური მედიის, მარკეტინგისა და ივენთების მენეჯერად ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც ასევე ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის.
“ამირბარის” დაარსებამდე Freelancer კონტენტ-კრეატორი ვიყავი 3 პატარა ბიზნესისთვის, პარალელურად კი შევქმენი ჩემი სოციალური მედიის არხი, სადაც ადამიანებს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ვქმნი იმდენად რეალურ კონტენტს, რომ მხოლოდ ამითაც კი შემიძლია, ვიყო კმაყოფილი.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი ყველა გამოცდილება მიანიშნებს, თუ რამდენად მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და სოციალური არხების მართვა.
მირიან გოცირიძე
ბრენდის & ბიზნესის განვითარება
კარიერის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება და სამუშაო პროცესებზე დაკვირვების სიყვარული მაძლევს საშუალებას, რომ ბიზნესს ვუყურო, როგორც დიდ სურათში, ასევე ჩაშლილად, თითოეული ადამიანის როლის დონეზე.
ვფიქრობ, ორგანიზაციის გამართულად ფუნქციონირებას ადამიანები უზრუნველყოფენ. ადამიანების განვითარება და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების ორგანიზაციის ჭრილში სწორად წარმოჩენა გვაძლევს საშუალებას, ინდივიდუალური, ბრენდისთვის დამახასიათებელი გამოცდილება შევქმნათ მომსახურების სივრცეში.
მასპინძლობის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი, ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი და ბრენდის დიზაინის პრაქტიკული გამოცდილება ასევე მაძლევს საშუალებას, ვუყურო ადამიანებს, ბრენდსა და ბიზნესს არა როგორც ერთმანეთისგან განცალკევებულ ერთეულებს, არამედ როგორც ერთ მთლიანობას.