მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის

საქართველო მასპინძლობის ქვეყანაა. ქართული სტუმართმოყვრული ტემპერამენტი მსოფლიოშია ცნობილი. მიუხედავად ქართული ერთიანობისა, ყველა კუთხეს საკუთარი მიკროკულტურა, გასტრონომია, მასპინძლობის საკუთარი ხასიათი - ინდივიდუალიზმი აქვს. ეს ყველაფერი კი მრავალფეროვან, მაგრამ ერთიან გამოცდილებას ქმნის. 

ამ განსხვავებული გამოცდილების მისაღებად ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან გვსტუმრობენ. შენ შეგიძლია, ეს გამოცდილება კიდევ უფრო ნიშური გახადო შენი ინდივიდუალიზმის გამოვლენით.

ამის მისაღწევად ჩვენ გისმენთ, გიზიარებთ გამოცდილებას და ამას ვაკეთებთ გამჭვირვალედ.

ნიშური გამოცდილების შექმნა მასპინძლობის ინდუსტრიის ცოდნითა და შენი ინდივიდუალიზმის შერწყმითაა შესაძლებელი.

ინდივიდუალიზმი პატარა დეტალებშია. ამ დეტალების აღმოჩენა გამჭვირვალე და გულწრფელი კომუნიკაციის შედეგია.

ინდუსტრიის 17-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება და შენდამი გულწრფელი დამოკიდებულება მასპინძლობის განუმეორებელ, ნიშურ გამოცდილებას შექმნის.

  • ქეთი ამირბარი

    დამფუძნებელი
    მასპინძლობისა და ტურიზმის ექსპერტი

  • ბარბარე ამირბარი

    მარკეტინგის, გაყიდვების, კომუნიკაციის მიმართულება & ბლოგერი

  • მირიან გოცირიძე

    ბიზნესის, ბრენდისა & ადამიანების
    განვითარების მიმართულება

გარდა ჩვენი გუნდისა, თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტში ჩავრთავთ დარგის შესაბამის სპეციალისტებს.